ლიტვის სეიმის წევრის აუდრონიუს აზუბალისის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტექნიკური საკითხების განხორციელებას არ გულისხმობს და ეს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეცაა დამოკიდებული
ლიტველი დეპუტატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მას ქვეყანაში არაჯანსაღმა ატმოსფერომ ხელი არ უნდა შეუშალოს. აზუბალისი მხარეებს კომპრომისის და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს.
"ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ უვიზო რეჟიმის მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. დიახ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ აქ დაძაბულობა გაგრძელდა და არაჯანსაღი ატმოსფერო შენარჩუნდა არ ვიცი რა შედეგი უნდა მიიღოს საქართველომ, რადგან უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტექნიკური საკითხების განხორციელებას არ გულისხმობს. ეს ასევე ნიშნავს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში", - განაცხადა აუდრონიუს აზუბალისმა.