კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ქადაგიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. კორტების საქმეზე მისი პასუხისგებაში მიცემა მოხდეს.
ეს განცხადება ირაკლი ქადაგიძემ იუსტიციის სამინისტროსთან, "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე გააკეთა, სადაც ყოფილი სამართალდამცველები კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დაკავებას აპროტესტებდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში მზად არის პროკურატურასთან ითანამშრომლოს.მისივე თქმით, იგი ამ დრომდე არ არის დაკითხული.