აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აფრასიძეების ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ამ საქმეზე გამოძიების პროცესში მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხა ძალიან ბევრი მოწმე. მიმდინარეობს ძიება, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის გაიხსნება საქმე, ამ დროისთვის შეუძლებელია. ფაქტია, რომ ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, რაღაც შედეგამდე მივალთ", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.