ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ზრდით შეშფოთებული არიან

ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ზრდით შეშფოთებული არიან

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის აღმოსავლეთში ძალადობის ზრდით შეშფოთებულები არიან. 

როგორც BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიევისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის შესახებ სამუშაოების დასრულებაზე.

სატელეფონო საუბარი ბარაკ ობამასა და ანგელა მერკელს შორის წუხელ გაიმართა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ინდოეთიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.