ამერიკელი გენერალი - რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ 2008 წლის სამხედრო კამპანია გამონაკლისი არ ყოფილა

ამერიკელი გენერალი - რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ 2008 წლის სამხედრო კამპანია გამონაკლისი არ ყოფილა

აუცილებელია, დროზე შევაჩეროთ რუსეთის აგრესია უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი ბალტიის ქვეყნები იქნებიან, - ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ამერიკის სახმელეთო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ კინმა განაცხადა.

როგორც Пресса Украины იტყობინება, კინი აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებას.

"რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები აჩვენებს, რომ მისი სამხედრო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს გამონაკლისი არ ყოფილა, არამედ ნაცადი მეთოდი იყო რეგიონული წესრიგის შესაცვლელად", - განაცხადა კინმა.

მისივე თქმით, დროა, შეერთებულმა შტატებმა რეალისტური დასკვნები გამოიტანოს.

"მოსკოვი მზად არის გამოწვევა გაუგზავნოს ნატო-ს არსებობას", - აცხადებს ამერიკელი გენერალი.