ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საუბარია უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ტერორიზმის დაფინანსების დაუშვებლობის შესახებ. ინფორმაციას "უკრინფორმი" ავრცელებს.
რეზოლუციის ტექსტს, მხარი 140-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო, 8-მ თავი შეიკავა.
ასევე დამტკიცდა უკრაინის მიერ ინიცირებული შესწორება რეზოლუციაში, რომელიც რუსეთისადმი მოწოდებას მოიცავს, თავი შეიკავოს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების დაფინანსებისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერისგან, აგრეთვე დაიცვას "მინსკის შეთანხმება".