პრორუსმა სეპარატისტებმა ქალაქ სვეტლოდარსკის საქალაქო საავადმყოფო დაბომბეს

პრორუსმა სეპარატისტებმა ქალაქ სვეტლოდარსკის საქალაქო საავადმყოფო დაბომბეს

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის ინფორმაციით, პრორუსმა "ბოევიკებმა" კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განახორციელეს. "გრადის" ტიპის იარაღით დონეცკის ოლქის ქალაქის ტიპის დასახლება სვეტლოდარსკის საქალაქო საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.

პირველად მონაცემებით, არის მსხვერპლი და დაშავებულები პაციენტებსა და მედპერსონალს შორის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაიღუპა საავადმყოფოს ერთი თანამშრომელი.

"ტერორისტები არ შეჩერდნენ მარიუპოლის დრამაზე და კიდევ ერთხელ აჩვენეს ნამდვილი სახე და მიზანი. რუსი დაქირავებულები არ იცავენ ცივილიზებულ წესებს, რადგან ცნობილია, რომ სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა დაუშვებელია", - განაცხადეს შტაბში.