"იურას ლიკვიდაცია უნდა მომხარიყო, რომ ამ ფაქტისთვის მიექციათ ყურადღება? "

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამობს, რომ მისთვის ამის შესახებ დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. მეტრეველის თქმით მან ამის შესახებ მაშინ პროკურატურასაც აცნობა. მეტრეველი ამბობს, რომ სამწუხაროდ აღნიშნულ ფაქტს ყურადღება მხოლოდ იური ვზაგაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ მიაქციეს.

"ნანუაშვილის განცხადებაში ჩემთვის ახალი არაფერი იყო. მე ეს ერთი წელია ვიცი, ამის შესახებ ბევრჯერ ვთქვი, დავწერე კიდეც, მაინცდამაინც ბატონი იურას ლიკვიდაცია უნდა მომხარიყო, რომ ამ ფაქტისთვის მიექციათ ყურადღება? მე ვაცნობე ეს პროკურატურასაც და ომბუდსმენსაც კარგა ხნის წინ. კარგია, რომ ახლა მაინც დაინტერესდნენ. ეს პიროვნება არსებობს ახლაც, ციხეშია და ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელი ამყოფოს, შეუძლიათ ახლა გამოიძიონ",-განაცხადა მეტრეველმა.