საქართველოს შეარაღებულ ძალებში ძიუდოში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრში ერთმანეთს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ.
ასპარეზობისთვის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან, შიდა ჩემპიონატების საშუალებით, თითო წონით კატეგორიაში ორ-ორი სამხედრო მოსამსახურე შეირჩა. ტურნირი 60, 66, 73, 81, 90, 100, 100 + კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით ჩატარდა.
გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ. ტურნირის ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის თასი სპეციალური ოპერაციების ძალებს გადაეცათ. მათ პირველობა ოთხ წონით კატეგორიაში მოიპოვეს.
ჩემპიონატი საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას ძიუდოს ფედერაციის მიერ შერჩეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ.