პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდება. ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა იწყება. გავრცელებული ინფორმაციით გიორგი ქადაგიძის გარდა თათბირს პრემიერთან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ესწრებიან.