60 დაღუპული ბავშვი- ბრძოლა უკრაინაში

60 დაღუპული ბავშვი- ბრძოლა უკრაინაში

2014 წლიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ კონფლიქტს 60-მდე ბავშვი ემსხვერპლა. ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილი პირის, ნიკოლაი კულებას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 50-მდე ბავშვი ემსხვერპლა, წელს კი 10 ბავშვი დაიღუპა. გაერო-ს ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში გასული წლის აპრილიდან მოყოლებული დღემდე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.