ლიტვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ყვარელში იმყოფებოდა

ლიტვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ყვარელში იმყოფებოდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსს და ლიტვის სამთავრობო დელეგაციას კახეთში, ყვარელში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიტველ კოლეგას ისტორიული ღვინის საცავი-გვირაბი დაათვალიერებინა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დელეგაციის წევრებმა ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ტრადიციული კერძები გასინჯეს.