უკრაინამ რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

უკრაინამ რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. შესაბამის განცხადებას მხარი რადას 271-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის უმაღლესი რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, არ დაუშვას უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა.რადას დეპუტატები საერთაშორისო პარტნიორებს ასევე მოუწოდებენ, "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები" აღიარონ ტერორისტულ ორგანიზაციებად.

"უმაღლესი რადა რუსეთის ფედერაციას აგრესორ სახელმწიფოდ მიიჩნევს და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, არ დაუშვას უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა", - ნათქვამია განცხადებაში.