მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა რუსეთი შეაჩეროს

მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა რუსეთი შეაჩეროს

"Stop Russia!"- ამ სიტყვებით დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლა.

ხიდაშელმა რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკა და ქვეყანა საერთაშორისო პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა. ხიდაშელმა კოლეგებს მოუწოდა, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

"Stop Russia! ევროპამ და მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა რუსეთი შეაჩეროს. უნდა მოხდეს რუსული აგრესიის შეჩერება. მეგობრებო, ჩვენ შორის არის ქვეყანა, რომელიც წლიდან წლამდე სუვერენული სახელმწიფოების უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპირებას ახდენს. რუსეთი საერთაშორისო სამართლის შეცვლას ცდილობს. რუსეთის იმპერიული ამბიციების გამო იღუპება ასობით ადამიანი და დევნილი ხდება მილიონობით მოქალაქე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვუთხრათ რუსეთს, შეჩერდი!" - განაცხადა თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოში.