ვინც არ უნდა იყოს შს მინისტრი, ის მავნე პროცესები, რაც ქვეყანაშია, გაგრძელდება

ვინც არ უნდა იყოს შს მინისტრი, ის მავნე პროცესები, რაც ქვეყანაშია, გაგრძელდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს შს მინისტრის პოსტზე, ის მავნე პროცესები, რაც ქვეყანაშია, გაგრძელდება.

"ჭიკაიძის, არაკვალიფიციური და არაპროფესიონალი ადამიანის, დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრად საზოგადოების დაცინვა იყო. ის, რომ ქვეყანა სავალალო მდგომარეობაშია, გაბატონებულია ორგანიზებული დანაშაული და შეკვეთილი მკვლელობების რაოდენობა იზრდება, ამ ყველაფერზე მთლიანად პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ მთავრობას ისე მართავს, როგორც მარიონეტებს. მომავალში ვინც არ უნდა იყოს მინისტრი, ეს პროცესი გაგრძელდება. ჭიკაიძე აქ იყო განწირული, როგორც პაიკი და როგორც ჭადრაკის დაფაზე ხდება, პირველ რიგში პაიკის გაწირვა ისე მოხდა მის შემთხვევაშიც. ის მავნე პროცესები რაც ქვეყანაშია გაგრძელდება ვინც არ უნდა იყოს მინისტრი. მთავარი დამნაშავე ამ პროცესში არის ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ვახტანგ გომელაური წარადგინა.