პარტია

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხზე დღეს იმსჯელებს

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭო პარტიის აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხზე დღეს იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტში განუცხადეს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა სწორედ დღეს გაიმართება.

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭო 18:00 საათზე შეიკრიბება. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

ირაკლი კობახიძე პარტიაში ზვიად ჯანყარაშვილს შეცვლის, რომელმაც პოლიტიკური თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო.