დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლოდინები გაამართლოს

დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლოდინები გაამართლოს

დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გომელაურის შს მინისტრის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გომელაური, რომელიც დღემდე შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო, თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

"ის გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხსიმგებლო თანამდებობა. მას აქვს გააზრებული ის, რაც ახლავს ამ თანამდებოას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ვახტანგი ორი წლის განმავლობაში იკავდება მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მანამდეც ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. ვუსურვო მას წარმატებებს. დარწმუნებული ვარ ყველაფრეს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.