გიორგი მარგველაშვილი კონსტანტინე კუბლაშვილს პირისპირ ხვდება

გიორგი მარგველაშვილი კონსტანტინე კუბლაშვილს პირისპირ ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს პირისპირ ხვდება.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთელ შემადგენლობას შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტნატინე კუბლაშვილი.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინე კუბლაშვილის ინიციატივით, გიორგი მარგველაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამ წუთებში ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის საბჭოს წევრმა ზაზა მეიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.