ირაკლი ფირცხალავა შალვა ჯანაშვილს ხელს ადებს!

ირაკლი ფირცხალავა შალვა ჯანაშვილს ხელს ადებს!

„ვისი ბრძანებით მონაწილეობდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში სპეცრაზმი?" - ცოტნე გამსახურდიას ამ შეკითხვას კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, გადაცემა „იმედის კვირაში" უპასუხა.

ფირცხალავას განცხადებით, აღნიშნულ ბრძანებას შს მინისტრის მოადგილე გასცემდა. მისი თქმით, ეს პირი შალვა ჯანაშვილი იყო.

„წესია საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღემდე, სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყვანა ხდება მხოლოდ მათი კურატორის, მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში. ისე სპეცდანიშნულების რაზმები ქუჩაში არ დაძრწიან, არანაირ ღონისძიებებს არ ატარებენ. მაშინ კურატორი იყო შალვა ჯანაშვილი, რას ცვლის ეს? დანაშაულია სპეცრაზმის გამოყვანა? ვანო მერაბიშვილს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა იმისთვის, მას სცოდნოდა, სპეცდანიშნულების რაზმი სად გამოიყენებოდა, ამას წყვეტდა მხოლოდ მინისტის მოადგილე, რომელიც კურირებდა", - განაცხადა ფირცხალავამ.