პრემიერს ახალი შს მინისტრის დასანიშნად ორკვირიანი ვადა აქვს

პრემიერს ახალი შს მინისტრის დასანიშნად ორკვირიანი ვადა აქვს

პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის შემცვლელის დასანიშნად ორკვირიანი ვადა აქვს.

ამ ვადას მთავრობის მეთაურს საქართველოს კონსტიტუცია უდგენს, რომლის გათვალისწინებით, მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ახალ მინისტრს ორი კვირის ვადაში ნიშნავს.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლა მთავრობისთვის პარლამენტის მიერ ხელახალი ნდობის გამოცხადებას არ იწვევს, რადგან ჭიკაიძე მეოთხე მინისტრია, რომელიც დღევანდელი შემადგენლობის მთავრობაში შეიცვალა. კონსტიტუციის მიხედვით კი, მთავრობის ხელახალი ნდობის საკითხი მაშინ დგება, თუკი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერს შეუძლია, შსს-ს გარდა, კიდევ ორი მინისტრი თავად დანიშნოს, ხოლო მეშვიდე მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის მთელ შემადგენლობას პარლამენტისგან ნდობის მიღება დასჭირდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი.