რუსეთის მხარდამჭერი ძალების შეტევა უკრაინაში ევროპისთვის გამოღვიძების ზარია

რუსეთის მხარდამჭერი ძალების შეტევა უკრაინაში ევროპისთვის გამოღვიძების ზარია

რუსეთის მხარდამჭერი ძალების შეტევა უკრაინაში არის ევროპისთვის გამოღვიძების ზარი, - ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია იმით, რომ უზრუნველოფილი იქნას სტაბილურობა და უსაფრთხოება.

"რუსეთის მხარდამჭერი ძალების შეტევა უკრაინაში არის გამოღვიძების ზარი ევროთანამეგობრობისთვის. ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია იმით, რომ უზრუნველოფილი იქნას სტაბილურობა და უსაფრთხოება. მე ვგმობ უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას. რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების შეჩერებაა საჭიროა", - განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.