ვახტანგ გომელაური საუკეთესო ადამიანური და მენეჯერული თვისებებით გამორჩეული ადამიანია

ვახტანგ გომელაური საუკეთესო ადამიანური და მენეჯერული თვისებებით გამორჩეული ადამიანია

ვახტანგ გომელაური საუკეთესო ადამიანური და მენეჯერული თვისებებით გამორჩეული ადამიანია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, სავარაუდოდ, სწორედ ვახტანგ გომელაური იქნება.

ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, ამის შესახებ მან არ იცის. "ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, მაგრამ თუ მეკითხვებით უშუალოდ ვახტანგ გომელაურზე, ის ნამდვილად საუკეთესო ადამიანური და მენეჯური თვისებებით გამორჩეულია", აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს შს მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე ჭიკაიძემ დატოვა. მის ერთ-ერთ შემცვლელად შს მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური სახელდება. გომელაური ამ დროისთვის მინისტრის მოვალეობას ასრულებს.