კლინიკა „ლანცეტი

კლინიკა „ლანცეტი" იხურება

კლინიკა „ლანცეტი" იხურება. კლინიკის თანამშრომელი „კომერსანტთან" აცხადებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლინიკა ფინასური პრობლემები აქვს და ამის გამო ნაწილ-ნაწილ იყიდება.

გარდა ამისა, თანამშრომელი ამბობს, რომ მათ 2014 წლის ოქტომბრის ხელფასიც კი არ აუღიათ. მისი თქმით, კლინიკაში სტრატეგია აქვთ ისეთი, რომ თანამშორმლები უხელფასოდ ამუშაონ. „ამის გამო როდესაც თანამშრომლები მიდიან სამსხურიდან, იღებენ ახლებს, რომლებსაც ასევე არ უხდიან ხელფასს"-აცხადებს „ლანცეტის" თანამშრომელი.

მისი თქმით, კლინიკის ადმინისტრაცია მათთან თავს იმით იმართლებს, რომ მენეჯმენსტ არ აქვს საშუალება, თუმცა მისი თქმით, კლინიკაში პაციენტების საკმარისი რაოდენობაა.

კლინიკა „ლანცენტის" გენერალური მენეჯერი რამილია ალიევა აცხადებს, რომ კლინიკის დახურვასთან ან მის გაყიდვასთან დაკავშირებული საუბრები არაადექვატურია და სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო დაზღვევის სისტემაზე არიან დამოკიდებული, შედეგად, შესრულებული სამუშოებისთვის ფინანსების ჩარიცხვა ჯანდაცვის სამინისტროდან ხდება. ალიევა აცხადებს, რომ აქედან გამომდინარე, შესრულებული სამუშოების ანაზღაურება ხდება მაშინ, როცა სამინისტრო თანხას ჩარიცხავს.

ალიევა აქვე განმარტავს, რომ ხელფასების დაგვიანება ახლადგახსნილი კლინიკისთვის ნარმალურია, თუმცა არ ადასტურებს, რომ კლინიკა პაციენტების ნაკლებობას უჩივის. მისი თქმით, კლინიკას ოქტომბრის ხელაფსების გაცემა უკვე დაწყებული აქვს და თუ ვინმეს მსგავსი სისტემა არ აკმაყოფილებს, შეუძლია წავიდეს.

ალიევა აცხადებს, რომ თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ შესრულებული სამუშაოს ჩაბარებიდან 45 დღის განამვლოაბში მიეცემათ ანაზღაურება.

„თუ ვინმეს არ უნდა მუშაობა და არ აკმაყოფიელბს ის პირობები,როემლიც ჩვენ გვაქვს კანონით შეთავაზებული ხელშეკრულების სახით, განცხადება დაწეროს და წავიდეს. სამედიცინო დაწესებულებებისთვის ხელფასის 45 დღის დაგვიანება ახალი ამბავი არ არის. ახალი სტრუქტურისთვის ხელფასების დაგვიანება საკმაოდ ნორმალურია",-აცხადებს ალიევა.

„მედიცინის პროფკავშირების" იურისტი რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ „ლანცეტი" მათი წევრი ორგანიზაცია არ არის მომართვიანობის შემთხვევაში მათ დახმარებას აღმოუჩენენ. თუმცა განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში 45 დღიანი ჩანაწერის არსებობა უკანონოა.

ლიპარტელიანი აცხადებს, რომ "შრომის კოდექსში" არსებობს დათქმა, რომ არ შეიძლება ხელშეკრულება შრომის კოდექსით დადგენილ წესს აუარესებდეს. შრორმის კოდექსის 32-ე მუხლი ამბობს, რომ ადამიანმა თვეში ერთხელ უნდა მიიღოს შრომის ანაზღაუარება. მისი თქმით, შრომის კოდექსი ყოველი დღის გადაცილებაზე 0.07 პროცენტის გადახდასაც ითვალსწინებს.

"კომერსანტი" ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას. 

კლინიკა „ლანცეტი" 2014 წლის მაისში გაიხსნა. ქართულ-აზერბაიჯანული მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა „ლანცეტში" მაშინ აცხადებდნენ, რომ ის არის ერთადერთი სამედიცინო ცენტრი კავკასიაში, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, გარდა ფსიქიატრიისა და ჩატარდება ისეთი ურთულესი ოპერაციები, რომლებიც რეგიონის მასშტაბით დღემდე არ კეთდებოდა კლინიკის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის მაშინდელი უფროსი დავით მესხიშვილი „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ საავადმყოფო ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.

მისი თქმით, 10-სართულიანი სამედიცინო ცენტრი 200 საწოლისგან შედგება, რომელიც 15 საოპერაციო ბლოკს მოიცავს. კლინიკაში ფუნქციონირებს 7 დამოუკიდებელი ლიფტი, სადღეღამისო აფთიაქი და კაფეტერია.

„ლანცეტის" სახურავზე სპეციალური ადგილია მოეწყობა, სადაც საგანგებო და გადაუდებელი შემთხვევების დროს ვერტმფრენის მიღება იქნება შესაძლებელი, კლინიკას ასევე მოემსახურება საკუთარი სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, ეზოში გამართულია 300 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, ფუნქციონირებს შადრევანი. კომპლექსში ასევე შედის 40-ნომრიანი სასტუმრო, სადაც უცხოელი ექიმები და პაციენტები იცხოვრებენ.


„ლანცეტის" მშენებლობასა და ინვენტარიზაციაში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. დავით მესხიშვილი 2014 წლის მაისში აცხადებდა. რომ კლინიკის მფლობელი საქართველოს მოქალაქე, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუნღალოში დაბადებული ფარმან ჯეირანლია, რომელიც პროფესიით ექიმია და ბიზნეს საქმიანოაბას აზერბაიჯანსა და რუსეთში ეწეოდა.