საქართველოს და ლიტვის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ

საქართველოს და ლიტვის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ

შეხვედრაზე საქართველო–ლიტვას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს

მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის პრემიერ–მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.