ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო

ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო

მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ლიტველ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

ამ წუთებში ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართებულ ფორმატში გაგრძელდება.