ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა

ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა მოუწოდა მას, თავი აარიდოს კონფლიქტის მომავალ ესკალაციას, შეასრულოს მინსკის მოლაპარაკებები და ზეწოლა მოახდინის სეპარატისტებზე", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მარიუპოლზე თავდასხმა, რომელიც ეუთო-ს დამკვირვებელთა შეფასებით, სეპარატისტებმა განახორციელეს, მინსკის შეთანხმებების აშკარა და გაუმართლებელი დარღვევაა.

"აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში მიღწეული იქნას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება და შესრულდეს მინსკის შეთანხმების ყველა პირობა", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.