ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დაჭრეს

ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დაჭრეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე სოფელ ჭანჭათში დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გურიიდან იუწყება , შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

დაჭრილის მეუღლე იამზე ჩხაიძე აცხადებს, რომ ცინცაძე იური ვაზაგაშვილის დაკრძალვიდან ახალი დაბრუნებული იყო. 

"როდესაც ვაზაგაშვილის დაკრძალვიდან დაბრუნდა, მეგობრის სახლში შეიარა და ვახშამზე დარჩა. რამდენიმე წუთში მეგობარს უთხრა, სახლში უნდა წავიდეო. როდესაც ფანჯარასთან მივიდა, გარედან ესროლეს. ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი და ახლა ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა ჭანჭათში", - განაცხადა იამზე ჩხაიძემ.