აღმოსავლეთ უკრაინაში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა

ერთი სამხედრო დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში, მარინკის რაიონში, ერთ-ერთ ბლოკპოსტზე თვითმკვლელის მიერ ავტომობილის აფეთქების შედეგად. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი სამხედრო მძიმედ არის დაჭრილი. 

ამ დრომდე  აფეთქების სხვა დეტალები უცნობია.