საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია

საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია "სირიზა" ლიდერობს

საბერძნეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური მემარცხენე პარტია "სირიზა" ლიდერობს. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, "სირიზას" არჩევნებში მონაწილეთა 36,12%-მა დაუჭირა მხარი, რის შედეგად პარტია 300-დან 149 მანდატს მოიპოვებს. 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ანტონის სამარასის პარტიას "ახალი დემოკრატიას" 28,08% აქვს და, შესაბამისად, პარტია 77 მანდატს მიიღებს. 

წინასწარი მონაცემებით, საბერძნეთის პარლამენტში შვიდი პარტია შედის. 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა ქვეყანაში მას შემდეგ გადაწყდა, რაც საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი ვერ აირჩია. 

ექსპერტები ადრე აცხადებდნენ, რომ თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტია "სირიზა" გაიმარჯვებს, შესაძლოა, საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს.