გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ფოთში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც "ოპელის" მარკის ავტომანქანა მთლიანად დაიწვა, ხოლო გაზგასამართი სადგურის თანამშრომელმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ სახანძრო, სამაშველო და საპატრულო სამსახურების ბრიგადები. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.