ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია

ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

როგორც მოგერინი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 28 იანვარს შეიკრიბებიან.

უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესი გამწვავება პრორუსი სეპარატისტების მიერ გუშინ მარიუპოლის დაბომბვამ გამოიწვია, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაიჭრა.