უკრაინამ დონბასში სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინამ დონბასში სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭომ დონბასში სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"მიღებულია კომპლექსური გადაწყვეტილებები თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და კონტრტერორისტული ზომების გაძლიერების მიზნით", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურში.

9 იანვრიდან დონბასში სროლების ინტენსივობამ იმატა. გუშინ კი მარიუპოლის დაბომბვის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 90-ზე მეტი კი დაიჭრა.