ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ხვალ გაიხსნება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ხვალ გაიხსნება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია ხვალ გაიხსნება. პლენარული სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მთავარ თემებს შორის პარიზის ტერორისტულ აქტებსა და ევროპაში მედიის თავისუფლების დაცვის საკითხებზე დებატები და უკრაინაში არსებული სიტუაციაა. პარლამენტი ასევე განიხილავს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს.

ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი. დეპუტატების კითხვებს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი უპასუხებს. უკრაინის კრიზისზე სპეციალური მოხსენებით წარსდგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ნილს მუჟნიეკსი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია 26-30 იანვარს ჩატარდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია PACE-ის ზამთრის პლენარულ სესიაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გაემგზავრა.