„ახლა ეს ის ეტაპია, სადაც ნებისმიერი სახის ვერსია უნდა იქნას განხილული“

„ახლა ეს ის ეტაპია, სადაც ნებისმიერი სახის ვერსია უნდა იქნას განხილული“

ვაზაგაშვილების საქმეზე ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განმარტებით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება ძალიან ბევრ ვერსიაზე მუშაობს.

როგორც ადვოკატმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დღეს განაცხადა, ამ საქმეზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„გამოძიება ძალიან ბევრ ვერსიაზე მუშაობს. ახლა ეს ის ეტაპია, სადაც ნებისმიერი სახის ვერსია უნდა იქნას განხილული. სამწუხაროდ, უდავოა ის ფაქტი, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე მოკლეს. ეს არის დადასტურებული ფაქტი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ. რაც შეეხება თვითონ აქტივობას, ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა მოსიაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი დღეს შვილების გვერდით, სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე დაკრძალეს. იგი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაიწყო.