აღმოსავლეთ უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეო საომარი მოქმედებების შედეგად, 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 17 დაიჭრა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მარიუპოლში არსებული ვითარების შემდეგ, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარებამ, შედარებით მშვიდად ჩაიარა.