გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის პოსტზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უარყოფს

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის პოსტზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უარყოფს

სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში განუცხადა, სადაც ის იური ვაზაგაშვილის დაკრძალვას ესწრება. 

"კონკრეტულად გეტყვით, ამ საკითხზე საერთოდ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა", - აღნიშნა მღებრიშვილმა. ამასთან, მისთვის უცნობია, თუ ვინ განიხილება ალექსანდრე ჭიკაიძის შემცვლელად, რომელიც თანამდებობიდან იმ ბრალდებების გამო გადადგა, რომლის თანახმადაც შს მინისტრი ზურა ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებდა. 

თავად გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება ხელისუფლების ღირსების საქმეა და დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ.