სოფელ ყარაფილაში სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული

სოფელ ყარაფილაში სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, იქ, სადაც დღეს იური ვაზაგაშვილი უნდა დაკრძალონ, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს.

სასაფლაოზე, სადაც იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. კინოლოგებმა უკვე დაათვალიერეს სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია.

იური ვაზაგაშვილს, რომელიც 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, დღეს შვილების გვერდით მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ