უკრაინის პატრიარქი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დააჯილდოვებს

უკრაინის პატრიარქი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დააჯილდოვებს

უკრაინაში მებრძოლ ქართველებს უკრაინის პატრიარქი დააჯილდოვებს.აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი ავრცელებს. სოციალურ ქსელში მამულაშვილი წერს, რომ მას უკრაინის საპატრიარქოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა გამოთქვა სურვილი, "ქართული ლეგიონის" მებრძოლები დაეჯილდოვებინა ორდენებით.მამუკა მამულაშვილის განცხადებით, მან საპატრიარქოს წარმომადგენელს ყველა იმ ქართველი მებრძოლის დაჯილდოვება სთხოვა, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის. მისივე თქმით, დაჯილდოვების ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება.

"ძალიან გამიხარდა. უდიდესი პატივია ასეთი ადამიანის ხელიდან ჯილდოს მიღება. საპატრიარქოს წარმომადგენელს ვთხოვე, არა მხოლოდ ლეგიონის მებრძოლები, არამედ ყველა ქართველი, ვინც დღეს უკრაინას იცავს საკუთარი სიცოცხლის ფასად თუ უკრაინულ ჯარის გაწვრთნაში ეხმარება დააჯილდოვონ, რაზეც უწმინდესმა დადებითი პასუხი მომცა," - წერს მამულაშვილილ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.