"მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან, სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს

"შოკირებული ვარ მომხდარით. იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისათვის თავზარდამცემია.

მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ვაზაგაშვილების ოჯახს. ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია.

გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი