"ბოევიკების" მიერ ცეცხლის გახსნას დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში სამი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერლა. გორლოვკაში ბოლო დღეების განმავლობაში სულ 17 ადამიანი დაშავდა.
დაზიანებულია რამდენიმე სკოლა, ასევე მუშაობა შეაჩერეს საბავშვო ბაღებმა. უკრაინული მედიის ცნობით, საერთო ჯამში, გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 99-ჯერ გახსნეს ცეცხლი.