სოფელ დუისში ადგილობრივ მუსლიმებს მიაჩნიათ, რომ ფრანგულ ჟურნალში გამოქვეყნებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერის კარიკატურა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
მათივე განცხადებით, ისინი გმობენ ტერორიზმს და სიტყვის თავისუფლების მოტივით მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.
საპროტესტო აქციას ხეობის რამდენიმე სოფელი შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირულ ჟურნალზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 მძიმედ დაშავდა. ჟურნალმა „ტვიტერზე“ ბოლოს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
მსგავსი აქციები ინგუშეთსა და ჩეჩნეთშიც იმართება.