დონეცკის აეროპორტის

დონეცკის აეროპორტის "ბოევიკებისგან" გასათავისუფლებად აქტიური ქმედებები გრძელდება

დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე "ბოევიკებმა" წუხანდელი ღამის განმავლობაში 35-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.

"აეროპორტის ტერიტორიაზე გრძელდება აქტიური ქმედებები "ბოევიკების" მიერ დაკავებული ტერიტორიების გასათავისუფლებად. მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს", - ნათქვამია უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, საერთო ჯამში, გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 99-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

დონეცკის აეროპორტში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 13 იანვარს განახლდა. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის ინფორმაციით, უკრაინის სამთავრობო ძალები ამ დრომდე მთლიანად აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტის. სეპარატისტების მტკიცებით კი, უკრაინული ჯარის ყველა შეტევა მოიგერიეს.

დონეცკის აეროპორტის დასახლებული პუნქტების დაბომბვას გუშინ მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს გუშინ დაიღუპა თამაზ სუხიაშვილი, მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი.