დონეცკის აეროპორტის ახალი ტერმინალიდან ყველა დაჭრილის ევაკუირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი იური ბირიუკოვი ავრცელებს.
პეტრო პოროშენკოს მრჩევლის ინფორმაციით, აეროპორტის ახალი ტერმინალიდან დაჭრილების ევაკუაცია წუხელ განხორციელდა.
დონეცკის აეროპორტში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 13 იანვარს განახლდა. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის ინფორმაციით, უკრაინის სამთავრობო ძალები ამ დრომდე მთლიანად აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტს. სეპარატისტების მტკიცებით კი, უკრაინული ჯარის ყველა შეტევა მოიგერიეს.
დონეცკის აეროპორტის დასახლებული პუნქტების დაბომბვას გუშინ მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. გუშინ, დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა თამაზ სუხიაშვილი, მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი.