დღეს, გამთენიისას, მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მიტროპოლიტი თადეოზი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი პირველი მღვდელმთავარია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისი ინტრონიზაციის შემდეგ მღვდელმთავრად გამოარჩია და 1978 წლის 2 აგვისტოს აკურთხა. 2013 წელს კი, წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი თადეოზი ასაკის გამო, ტიტულოვანი მღვდელმთავარი გახდა და მას მარაბდელი მიტროპოლიტი ეწოდა.