ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ. გვიან ღამით მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა. 

წირვის დასრულების შემდეგ მათ ზღვის სანაპიროსკენ მსვლელობა მოაწყვეს. წყალში შესვლამდე სასულიერო პირებმა ნათლისღების ლოცვა აღავლინეს, რის შემდეგაც ზღვის კურთხევა შესრულდა და მორწმუნეები წყალში შევიდნენ. ზღვის კურთხევის ცერემონიალში აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ზღვის კურთხევის ტრადიცია ბათუმში მეუფე დიმიტრის ინიციატივით დამკვიდრდა.