ჯოზეფ ბაიდენის რეზიდენციასთან სროლები იყო

ჯოზეფ ბაიდენის რეზიდენციასთან სროლები იყო

ამერიკის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის რეზიდენციასთან დელავერის შტატში სროლები იყო. ამის შესახებ "სი-ენ-ენ"-ი იუწყება. სროლა გამთენიისას მაშინ მოხდა, როდესაც ვიცეპრეზიდენტი სახლში არ იმყოფებოდა .

სროლა ავტომანქანიდან განხორციელდა, რომელიც საერთო გზაზე მოძრაობდა და უსაფრთხოების დადგენილი პერიმეტრის მიღმა მდებარეობს.

ამ დროისთვის სამართალდამცველებს მამაკაცი ჰყავთ დაკავებული, რომელიც პოლიციის ოფიცერს არ დაემორჩილა. თუმცა, არ არის გამორიცხული, ის არ იყოს ინციდენტთან დაკავშირებული. მისი დაკითხვა მიმდინარეობს.