არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სამების ტაძარშია დასვენებული

არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. როგორც მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მამა ილია კარტოზიას ცხედარს ხვალ, წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან სვეტიცხოველში გადაასვანებენ, ხოლო 20 იანვარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

რაც შეეხება სამების საკათედრო ტაძარში გადმოსვენებას, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნაკურთხი წყალი ასხურა, რის შემდეგაც გარდაცვლილი სასულიერო პირის სასახლესთან უკვე მოქალაქეები მიდიოდნენ და მას პატივს მიაგებდნენ.

ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილი ილია კარტოზიას ახლობლები და ოჯახის წევრები. სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების ლოცვა აღევლინება.

ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.