"ეს არის კერძო პირების ინიციატივა, მას საერთო გერმანიასთან არაფერი აქვს"

ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახლმწიფო მინისტრი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გერმანიაში სოფლის მეურნეობის გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთის სტენდის არსებობას.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

"ეს არის კერძო პირების ინიციატივა, მას საერთო ამ შემთხვევაში გერმანიასთან არაფერი აქვს. ჩვენთვის მკაფიოდ და ცალსახად ცნობილია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები მისდევენ არაღიარების პოლიტიკას, ამ ფაქტს ოფიციალურ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ეს არის კერძო პირების ინიციატივა, მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია ამაში, თანამშრომლობენ იმ ორგანიზაციასთან, ვინც ამ ტიპის ღონისძიებებს ახორციელებს",-განაცხადა ზაქარეიშვილმა 

შეგახსენებთ, რომ  ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს