დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონეცკთან ახლოს ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონეცკთან ახლოს ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის.