მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად საბერძნეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს.
თავდაპირველი ინფორმაციით, დაკავებულებს ბელგიაში რამდენიმე დღის წინ დაპატიმრებულ რადიკალებთან ჰქონდათ კავშირი, თუმცა გამოძიების მასალების ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
ბელგიელი სამართალდამცველების ვარაუდით, დაჯგუფების ლიდერი, წარმოშობით მაროკოელი 27 წლის მამაკაცი სწორედ საბერძნეთში იმალება.